| ორშ | სამშ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
|---|---|---|---|---|---|---|
|   | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |   |   |   |
სიმინდის წარმოების პროგრამაში დღევანდელი დღის მონაცემებით დარეგისტრირებულია 27.749 ადამიანი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროექტის ვებ-გვერდზე. თქვენ სავარაუდოდ ფიქრობთ და გაინტერესებთ სიმინდის წარმოება, რაცჩვენძალიანგვახარებს, რადგან მომგებიანობის მაღალი დონის გარდა, სიმინდის წარმოებას მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს კეთილდღეობაზე.

სოფლის მეურნეობის ამ სექტორს გააჩნია, როგორც ფართო შიდა მოხმარების ბაზარი, ასევე დიდი საექსპორტო პოტენციალი. ადამიანთა და ცხოველთა საკვების მომზადების გარდა, სიმინდის მზარდი რაოდენობა გამოიყენება ეთანოლის საწვავის წარმოებისთვის. სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ მიიღოთ მაღალხარისხიანი, არაგენეტიკურად მოდიფიცირებული, ჰიბრიდული ტიპის სათესლე მასალა შვიდ თვიანი განვადებით. ჩატარებული ტენდერის შედეგად დადგინდა, რომ პროექტის ფარგლებში მოწოდებული იქნება, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, „პიონერის“ სათესლე მასალა. სიმინდის წარმოებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ:
ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ დაგხვდებათ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სიმინდის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურებისა თუ პროგრამის დეტალების შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტის მეშვეობით.
პროექტში დარეგისტრირების სურვლის შემთხვევაში დაგვიკავშირდით სატელოფონი ცხელ ხაზზე: + 8 322 605 105. კომპეტენტური ოპერატორები უზრუნველყოფენ თქვენს დარეგისტრირებას ჩვენს პროგრამაში და ასევე პასუხს გასცემენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას პროგრამის ირგვლივ.